იუმორი

ჰონორარის ძიებაში

№4

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 31.01

ლევან წულაძე
დაკოპირებულია

ლევან წულაძე (ჭოლა) იხსენებს: „ნეტარმოსაგონებელი“ კომუნისტების დროს საავტორო უფლებების სპეციალური ორგანო არსებობდა, სადაც რეჟისორებს ჰონორარს ურიცხავდნენ.

ერთხელ დამეზარა მისვლა და აი, ეს იყო ჩემი შეცდომა. დავრეკე ბოდიში, მე გახლავართ რეჟისორი ლევან წულაძე. - უი, თქვენა ხართ? რა კარგია! - გავიფიქრე, თუ უხარიათ, ფულს რატომ არ მირიცხავენ-მეთქი? მერე კი ვუთხარი: დავდგი სპექტაკლი ამა და ამ თეატრში.

- კი, ჩვენ ვნახეთ თქვენი დადგმა, ძალიან მოგვეწონა. - დიდი მადლობა, თუკი კმაყოფილი დარჩით. ბოდიშს გიხდით, არ შეგაწუხებდით, მაგრამ გამიჭირდა და რაღაც თანხაა, მგონი, 300 მანეთი. იქნებ მომცეთ. - ვაიმე, 300 მანეთი უნდა მოგცეთ? - უნდა მომცეთ, აბა, როგორ?! - დაიცადეთ ერთი წუთი. ლიკა (ვიღაცას გასძახა), რეჟისორი ლევან წულაძე რეკავს, 300 მანეთი მინდაო. ახლა იმის ხმა ისმის: - რა ვქნათ, რომ არა გვაქვს? აბა, ზაირას ვკითხავ. ატყდა ერთი ამბავი. - რა ხდება, რა ორგანიზაცია ხართ-მეთქი? - არა, ბატონო, ჩვენ ჩვეულებრივი ოჯახი ვართო... თუ რამე შემეშალა, ბოდიში და დიდი მადლობა იმ ხალხს, მართლა რომ მოიწადინეს ჩემი დახმარება და ასე შეეცადნენ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული