იუმორი

ჰაშიშის ზეგავლენა

№35

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 08.09, 2022 წელი

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

მოლამ გაიგო, რომ ჰაშიშის მოწევა კარგ და ძალიან მხიარულ გუნებას ქმნისო და გადაწყვიტა, თავად შეემოწმებინა:

რამდენიმე უნცია ჰაშიში იყიდა და მოსაწევად აბანოში წავიდა.

მადიანად მოწია, საკუთარ თავს კარგად დააკვირდა, მაგრამ თავს გამხიარულების ნიშანი ვერ შეატყო. იფიქრა, ალბათ ვაჭარმა, როგორც ხდება ხოლმე, მომატყუა და ჰაშიშის ნაცვლად რაღაც სხვა მომცაო.

გაბრაზებულმა გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ მიხტომოდა და პასუხი მოეთხოვა. აბანოდან გამოვარდა და მისკენ გაიქცა... ხალხი უკან დაედევნა და გაკვირებით ეკითხებოდნენ, თუ რა იყო მისი ასეთი ახირებული ქცევის მიზეზი.

მოლამ ყველას უხსნა საქმის გარემოება. ისინიც თანაგრძნობით უქნევდნენ თავს და იცინოდნენ.

ასე ყველა ერთად მიადგა ვაჭარს, რომელმაც გაოცებით იკითხა:

- მოლა, ალაჰმა კარგად გამყოფოს, მაგრამ რა ამბავია შენს თავს?

- მე გასახალისებლად შენგან ჰაშიში ვიყიდე, მაგრამ შენ მომატყუე, რაღაცა სხვა მომასაღე და ჩემზე საერთოდ არ უმოქმედია... - გაბრაზებით მიახალა მოლამ.

- ჰა, ჰა, ჰა, - ახარხარდა ვაჭარი, - შენთვის საუკეთესო ჰაშიში მომიყიდია; მისი ზეგავლენა სწორედ ის არის, რომ აბანოდან შიშველი გამოვარდნილხარ და ამდენი ხალხი გაგიმხიარულებია... მეორე მოწევაზე, აუცილებლად თავად შენ გამხიარულდები, მაგრამ შენი შემხედავები ვერ იქნებიან ხასიათზეო. - მიუგო ვაჭარმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა