იუმორი

გურულის დამალული ქართველობა

№14

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.04

ზურა ოქროპირიძე
დაკოპირებულია

ზურა ოქროპირიძე იგონებს:

„ოთხი გურული „ძელეცი“ მოსკოვში საქმის მოსაგვარებლად ჩავიდა. მოაგვარეს და შუადღეს რესტორანში შევიდნენ სასაუზმოდ. თან, ორი ბოთლი ღვინო შეუკვეთეს. შემდეგ კიდეგ – ორი. უზარმაზარ დარბაზში, ბოლოში ვიღაც ქალი და კაცი ისხდნენ. გურულები რომ შექეიფიანდნენ, ერთ-ერთი მუსიკოსებთან მივიდა და სიმღერა შეუკვეთა, მაგრამ უთხრეს: ჯერ შეკვეთები გვაქვს და თქვენსას მერე დავუკრავთო. მოკლედ, სულ სომხურ-აზერბაიჯანულს უკრავდნენ. დაინტერესდნენ, რა ხდებაო, ერთ-ერთი იმ წყვილთან მივიდა და თავისი ნაცნობი გურული არ დახვდა? ჰკითხა, შენ უკვეთავო? კიო, – უპასუხა იმან. რატომო და იმ გურულმა უთხრა: გუშინ ეს ქალი შევაბი, მაგრამ ისე დავთვერი, რომ არაფერი გამომივიდა და ქართველებზე ცუდი წარმოდგენა რომ არ ჰქონდეს, იფიქროს, ვითომ არაქართველი ვარო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა