იუმორი
გურული აქცენტით
№52
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.01
ნოდარ დუმბაძემ ერთი ნაცნობი მოაწყო ძეხვის ქარხნის დირექტორად. ასე, 2-3 წლის შემდეგ შეხვდა და ეკითხება - აბა, როგორ ხარო?
იმანაც - კარგად ვარ, ერთი 50 000-ად ბინა ვიყიდე ვაკეში, ერთი 50 000-ად „დაჩა” ავიშენე, ერთი 30 000-ად - მანქანა ვიყიდე და ერთი 50 000-იც შავი დღისთვის მაქვს გადადებულიო.
გადაირია ნოდარი:
კი მარა, სოსოია აფერისტო, „კალბასში“ ხორცს თლა არ უშობიი?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



