გურულები არ ხუმრობენ
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 03.09

თაკო აბაშიძე ყვება: „ჩემს მეგობარს გურიაში დედა გარდაეცვალა. გარდაცვლილი ქალბატონი ახალი ჩამოსული იყო უცხოეთიდან. წავედით დასაფლავებაზე. მეგობარს ვეკითხები, რითი გარდაიცვალა-მეთქი. დავეციო მიპასუხა. შენზე კი არა, დედაშენზე გეკითები, როგორ გარდაიცვალა-მეთქი. თურმე, ჩემი მეგობარი ფარდებს ცვლიდა უცებ ჩამოვარდა დედამისს დაეცა და ასე, შემთხვევით მოკლა. ეს რომ მომიყვა გაცინება მინდოდა, ძლივს ვიკავებ სიცილს და სახეზე ცხვირსახოცი ავიფარე. დედაჩემმა შემომხედა და მზერით მითხრა: ხარხარი არ აგიტყდეს, არ შევრცხვეთო. ძლივს შევიკავე თავი.
ჩვენთან ერთად ჩვენი მეგობარი გოგო იმყოფებოდა, სპორტსმენი მორბენალი იყო. მთელი ცხოვრება კიკინებით დადიოდა, დასაფლავებაზე კი თმებგაშლილი ჩამოვიდა და ტანზე გრძელი თმები ჰქონდა. თან, ქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა, რომლითაც სიარული არ იცოდა და არასწორად აბიჯებდა. ჭირისუფლებს რომ მიუახლოდა, ფეხი გადაუბრუნდა წაიქცა და მათ წინ ჩაწვა უკვე ვერავინ შევიკავეთ თავი და ყველა ავხარხარდით. მაგრამ ეს კიდევ არაა ყველაფერი სასაფლაოზე რომ მივედით და უნდა დავკრძალოთ, აღმოჩნდა, რომ ამ ქალისთვის, შეცდომით, მეზობლის ადგილზე გაუთხრიათ საფლავი“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან