იუმორი

გულში ჩაკვრა

№52

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.01

იპოლიტე
დაკოპირებულია

იპოლიტე ხვიჩიას ქეიფი ღვინის სმისთვის კი არ უყვარდა, ის მოსწონდა, სიყვარულს რომ გამოხატავდნენ, რომ მიეფერებოდნენ, გულში ჩაიკრავდნენ. ისე, ზოგჯერ ეს „გულში ჩაკვრა” გულსაც უხეთქავდა ხოლმე. ასე იყო, ზურაბ ქაფიანიძემ რომ ჩაიკრა გულში და მერე აღმოჩნდა, ნეკნები გაბზარვოდა. გულიანად იცინოდა ქაფიანიძე: მოდი, იპო, ჩაგეხუტოო. ეს კი:

არ მომეკარო, თორემ დანას დაგარტყამო... სხვათა შორის, როცა ავად იყო და შინიდან იშვიათად გამოდიოდა, ზურაბ ქაფიანიძის სახლთან მისულა რაღაც საქმეზე. დაუნახავს ზურას დას, დაუძახია ძმისთვის... გაიშალა სუფრა, ხელით ამოიყვანა ზურამ იპოლიტე და დაიწყო ქეიფი... იმ საღამოს „სუფრიანად” გააცილეს იპოლიტე ხვიჩია. ქაფიანიძეს ეზომდე ჩამოუტანია პატარა სუფრა თავისი მეექვსე სართულიდან და ყველაწმინდა ეზოში შეუსვამს.

ნიკოლოზ წულუკიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი