„გივის“ როლში
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.04, 2023 წელი

გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, გიორგი დანელიას, თითქმის ყველა ფილმის ტიტრებში მითითებულია მსახიობი რენე ხობუა, თუმცა მას ამ ფილმებში მონაწილეობა არ მიუღია.
გიორგი დანელიამ და გამოჩენილმა ქართველმა მხატვარმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა და სცენარისტმა, რევაზ გაბრიაძემ მშენებელი რენე ხობუა 1960-იანი წლების ბოლოს გაიცნეს, როცა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდნენ ფილმ „არ დაიდარდოს“ სცენარზე. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში უყვებოდნენ რენე ხობუას სცენარის სხვადასხვა ვერსიას, რათა შეეტყოთ „რიგითი მაყურებლის” აზრი. ერთ დღესაც შეწუხებულმა რენემ დანელიასა და გაბრიაძეს სთხოვა, მისთვის თავი დაენებებინათ. გაირკვა, რომ ხობუა ზუგდიდიდან თბილისში მივლინებით იყო ჩასული სამშენებლო მასალების „საშოვნელად”, ამის ნაცვლად კი იძულებული იყო, ფილმის სცენარის სხვადასხვა ვერსია მოესმინა. გიორგი დანელიამ, მადლიერების ნიშნად, რენე ხობუას გვარი ტიტრებში ჩაწერა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან