იუმორი

გაუკუღმართებული ტრადიცია

№36

ავტორი: „თბილისელები“ 14:20

ივანე გალუაშვილი
დაკოპირებულია

ივანე გალუაშვილი (ოპერის თეატრის სოლისტი):

„კახეთში მამაოებს გალობაში ვამეცადინებდი. ერთი ტაძრის წინამძღოლი ძალიან მაგარი მამაო იყო. ცოტა წვრილი ხმა კი ჰქონდა. ის მეუბნება: კახელები სულ საღვთოსა და ქეიფზე ლაპარაკობენ, ვცდილობთ, რომ წირვასა და გალობაზე მოვიყვანოთ, მაგრამ თავისას არ იშლიანო. ამ ლაპარაკში ვართ და მობილურზე დაურეკეს. მამაო პასუხობს: არაა ქრისტიანული ეგ საღვთო, მაგრამ ღმერთმა შეგიწიროთო. მამაომ ყურმილს ხელი დააფარა და მითხრა, – ხომ გეუბნებოდი, სხედან და ქეიფობენ, საღვთოს რომ ეძახიან იმაზეო. მერე ლაპარაკი გააგრძელა და უცებ გაცეცხლდა და ყვირილით ეუბნება: რამ გადაგრიათო. მამაოს ვეკითხები, რა ხდება-მეთქი და მპასუხობს: კაცო, მითხრეს, გარეთ ვქეიფობთ ძალიან გაწვიმდა და ეკლესიაში შესვლა თუ შეიძლებაო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა