იუმორი

გასხეპილი ქართული

№40

ავტორი: „თბილისელები“ 13:26 17.10

ირაკლი კაკაბაძე
დაკოპირებულია

ზურა სურამელაშვილი გვიამბობს: 

„ირაკლი კაკაბაძე ჰაიდელბერგში იყო მივლინებული და თბილისში რვა თვის შემდეგ დაბრუნდა. 90-იანი წლებია. ის პერიოდი, სამი საათით რომ მოდიოდა დენი და წყალი. „მალინისფერი“ პიჯაკი აცვია, თავზე უკან გადაწეული სათვალე აქვს... გზააბნეული გულშემატკივრები აგვეკიდნენ და ტაქსით წავედით. მე წინ ვზივარ. გახარებული ვარ, რომ ტაქსით ვმგზავრობ. მძღოლი არაქართველია. ირაკლი კი გერმანიის ამბებს ყვება – როგორ შევიდა „მაკდონალდსში“ და ასე შემდეგ... მოკლედ ევროპული სული ჩამოიტანა. მძღოლი დაკომპლექსდა. ამდენი რამ არ გაუგონია და არც სიტყვების დიდი მარაგი გააჩნია. უცებ მანქანა გაფუჭდა და გაჩერდა. ირაკლიმ იკითხა, რატომ გაჩერდაო? მძღოლმა კი უხერხული პაუზის მერე ევროპულს რომ მიახლოვებოდა, უპასუხა: აქსელერატორი გაიჭედაო. გაზის პედალი გაფუჭდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა