ერთსქესიანთა საკითხი: სკანტინური კანონი
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 03.08

ტოლერანტული ბერძნებისგან განსხვავებით, რომაელები ჰომოსექსუალიზმის მიმართ ბევრად უფრო ცრუმორწმუნეები იყვნენ. მოკლედ, კაცების პასიური როლი იგმობოდა - მეტიც, „ამაზე” წესიერი რომის მოქალაქის დაყოლიება დანაშაულადაც კი ითვლებოდა. მამაკაცური მორალის დაცვის შესახებ კანონმა ბრალდებულის სახელობის - გაიუს სკანტინიუს კაპიტოლინას ტრიბუნის სახელი მიიღო. სახელმწიფოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მარცელუსმა ძვ.წ III საუკუნეში სკანტინიუსი თავისი ვაჟის, მიმზიდველი გარეგნობის სათნო ახალგაზრდა მამაკაცის შეცდენაში დაადანაშულა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს არ ჰყავდა არც მოწმეები და არც ფაქტობრივად, კორპუსს დელიქტიტი, სკანტინიუსი დამნაშავედ ცნეს და ჯარიმის გადახდა დააკისრეს. სხვა ჰომოსექუალისტთა ბედი გაცილებით უფრო სევდიანი იყო, ისინი სიკვდილამდე ციხეში რჩებოდნენ. სკანტინური კანონი პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენდა, მას იურისტები ჭკვიანურად, ეჭვმიტანილის „ჩასაძირად” იყენებდნენ.
ინტიმური ურთიერთობის დამყარება ცუდ ტონათ მხოლოდ კვირიტებთან (მოქალაქეების სახელწოდება რესპუბლიკის დროს ძველ რომში) ითვლებოდა. მონებთან კი “ამის” გაკეთება ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეიძლებოდა, თუ სენეკა უფროსს დავუჯერებთ თავისუფალი კაცისთვის პასიური როლი - სირცხვილია, გათავისუფლებულისთვის - ნებაყოფლობითია, ხოლო მონისთვის - უპირობო მოვალეობაა ბატონის წინაშე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან