იუმორი

ენაწყლიანი მეზობელი

№52

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

საბჭოთა დროა, არყის გამოხდა აკრძალულია და ერთ ყრუ სოფელში ღამით, აბანოში დედაბერი არაყს ხდის.

რაღაცა დასჭირდა, გავიდა და ხედავს, მეზობელი ეზოში სიგარეტის მოსაწევადაა გამოსული. სთხოვა: სანამ მოვბრუნდები, მიმიხედეო.

ტიპმა ნახა, სახდელი აპარატის მილს ვარცლში წყალი აკლია.

აიღო ვედრო და გავიდა წყალზე.

ამ დროს შემოვლაზე გასულმა მილიციელებმა დაინახეს, ღამით აბანოდან ბოლი გამოდიოდა – იფიქრეს, აქ რაღაც ხდებაო! შედიან, ხედავენ არყის სახდელ აპარატს და გახარებულები მეარყეს ელოდებიან.

შევიდა თუ არა მეზობელი ტიპი ვედროთი, ეგრევე ფურცელი და კალამი მიაჩეჩეს – ახსნა-განმარტება დაგვიწერე, როგორ ხდიდი არაყსო.

ტიპი დაჯდა და დაწერა. მილიციელმა წაიკითხა, „როჟა“ შეეცვალა, დაისხა არაყი და დალია. მეორე ეკითხება, რა ხდებაო?

ამან ფურცელი მიაწოდა, სადაც წერია: გამოვედი ღამით მოსაწევად, ვხედავ, მეზობლის აბანოს ბოლი ასდის, ვიფიქრე ხანძარია.

ვტაცე ვედროს ხელი, მიმაქვს წყალი, რომ ჩავაქრო და ვხედავ – ხანძარი კი არა, 2 მილიციელი დამჯდარა და არაყს ხდიან!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი