იუმორი
ენამოსწრებული მხატვარი
№36
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 15.09
ფრანგი იმპრესიონისტი ედუარდ მანე პარიზის მახლობლად ერთ-ერთ სოფელში ისვენებდა. იქ კი მან ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი გაიცნო, რომელმაც მხატვარს ეკლესიის მოხატვა სთხოვა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ეკლესიის წინამძღვარი, რომელმაც ფრესკები ნახა, სასტიკად აღშფოთდა და მანეს შესჩივლა:
– კი მაგრამ, ბატონო, სად გინახავთ თქვენ ჩექმიანი ანგელოზი“?
მანემ წარბიც არ შეიხარა და კითხვას კითხვითვე უპასუხა:
– და თქვენ უჩექმოები სადღა გინახავთ?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან