იუმორი
ძველი ეგვიპტიდან საბურთალომდე
№4
ავტორი: „თბილისელები“ 19:00
გუბაზ სანიკიძე ყვება:
„დათო აქუბარდიასთან ვარ პირდაპირ ეთერში. დათომ ჩუმად მითხრა: შენ ილაპარაკე, მე ჩავალ და სიგარეტს ვიყიდიო. გულმა რეჩხი მიყო, შეიძლება, დააგვიანოს-მეთქი და ძველი ეგვიპტიდან დავიწყე, მოვყევი ისტორია… მაგრამ არ ჩანს. გადმოვედი ახალ წელთაღრიცხვაში, გამოვიარე შუა საუკუნეები, მაგრამ კიდევ არ ჩანს. უკვე ჩერჩილამდე ვიყავი მისული, რომ მოვიდა. ვკითხე, ამდენ ხანს სად იყავი-მეთქი და მიპასუხა: ქვევით არ ჰქონდათ სიგარეტი და საბურთალოზე გავედი საყიდლადო“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




