იუმორი

ძალიან ჩვენებური

№27

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.07

გელა ჩარკვიანი
დაკოპირებულია

გელა ჩარკვიანი იგონებდა: „კვირადღე იყო. ოქსფორდ სტრიტზე სეირნობისას მომადგა ქართველი ახალგაზრდა. იქნებ აქაურ საიმიგრაციო სამსახურთან და შსს-თან დამეხმაროთ, ვიზას არ მიგრძელებენო. ავუხსენი, რომ ვიზების საკითხები კონსულს ეხება. იქნებ კონსულს დაავალოთ, დამეხმაროსო. – როგორ ხარ ჩამოსული-მეთქი? შევეკითხე ყოველი შემთხვევისთვის. როგორც პოლიტიკურად დევნილიო, მიპასუხა. დევნილი? რომელი მთავრობის მიერ? სააკაშვილის მთავრობის მიერო.

– ბიჭო, მე ამ მთავრობის ელჩი ვარ და დაფიქრდი, რას მთხოვ-მეთქი? ვუსაყვედურე. იქნებ მაინც დამეხმაროთ, თქვენზე ბევრი კარგი გამიგიაო, მითხრა და კეთილად გამიღიმა. არ დავხმარებივარ, მაგრამ ამ ისტორიის გახსენება მსიამოვნებს, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ჩვენებურია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა