დიდი კომიკოსი
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 31.07

მურმან შათირიშვილი იგონებს:
„იპოლიტე ხვიჩია რომ ქუთაისის თეატრში მოღვაწეობდა, მსახიობები „ხალტურაზე“ დადიოდნენ რაიონებში. იპოლიტეს მეწყვილე ჰყავდა – ალექსანდრე ჩიქვინიძე. ერთი სკეტჩი ჰქონდათ: იპოლიტე უზარმაზარი საწყობის გამგეა, ჩიქვინიძე კი – ბუღალტერი. რევიზიამ აღმოაჩინა, რომ საწყობში სამი ვაგონი მარილი დანაკლისია (ანუ 180 ტონა). დაიჭერენ იპოლიტეს. ბუღალტერმა ყველაფერი საწყობის გამგეს დააბრალა და ამბობს: მე დამნაშავე არ ვარ, აი, ამან შეჭამაო. სასამართლოა და მოსამართლე ბოლო სიტყვას აძლევს საწყობის გამგეს. იპოლიტე ხელებს შლის და ეუბნება: რა უნდა ვთქვა, ბატონო?! ნათქვამია, კაცი რომ გაიცნო, მასთან ერთად ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამოო. მე 180 ტონა შემიჭამია და ეს კაცი კიდევ ვერ გავიცანიო“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან