დიდებული მარადონა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.07

ბესო ცინცაძე (ჰოკეის მწვრთნე-ლი) იგონებს:
„ამერიკულ შოუში ვმონაწილეობდი და არგენტინაში ჩავედით. ბევრი ხალხი ესწრებოდა. მათ შორის ფეხბურთელებიც. კარგ სასტუმროში მოვეწყვეთ მეორე სართულზე. მეხუთეზე კი მთელი სართული მარადონას ჰქონდა აღებული. ეს რომ გავიგე, „ჩალიჩი“ დავიწყე მასთან შესახვედრად. მის პროდიუსერს ვიცნობდი. ერთ დღეს ჰოლში შემხვდა და ლიფტში შევყევი. ვუთხარი, რომ მეხუთეზე ავდიოდი. გაუკვირდა, მკითხა, რომელზე ცხოვრობო და მეორეზე-მეთქი, ვუპასუხე. სანამ მეხუთეზე ავედით იმდენი ველაპარაკე, რომ მითხრა, ხუთ წუთში დაგირეკავ და დიეგოს შეგახვედრებო. მართლაც დამირეკა და სასტუმროს სარდაფში ჩავედით. მარადონას ეტყობოდა, რომ დოზა ჰქონდა მიღებული. გადამეხვია. ჩემთან ერთად სურათები გადაიღო. სასაჩუქრე მაისურებზე ხელი მომიწერა და ასე დავშორდით. მეორე დღეს სურათების დასაბეჭდად სასტუმროს წინ მდებარე ფოტოშოფში შევედი. ვეუცხოვეთ და მკითხეს, ვინ ხარო. ხოლო როცა ჩემი მარადონასთან გადაღებული ფოტოები ნახეს, ყველა ჩემთან ერთად იღებდა სურათებს.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან