იუმორი

დათოსა და მიშას შვილები

№48

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.12, 2023 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

გიორგი ყიფიანი იხსენებს: 

„პატარა ვარ. ის პერიოდია, როცა დათო დინამოს მთავარი მწვრთნელია. სულ ბაზაზე ვარ. ძალიან ვცელქობ. ვიღაცას ვუჩქმეტ, გავიქცევი. ვერ ვისვენებ და აქეთ-იქით დავრბივარ. მოვიდა ერთი კაცი, პერანგზე მომქაჩა და მეუბნება: არ იცი, რომ ბაზაზე ხარ, რატომ ვერ ისვენებ, აქ რა გინდა და ვინ ხარო. წინ წავიწიე და ვეუბნები, დათო ყიფიანის შვილი ვარ-მეთქი. იმან კი იმავე სტილში მიპასუხა: მე კი მიშა მესხის შვილი ვარო (პატარა მიშა იყო დიდი მიშას ვაჟი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა