იუმორი

დარაჯი გიჟ-ვრაცუა

№1

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

რამაზ ჩხიკვაძე
დაკოპირებულია

რამაზ ჩხიკვაძე ყვებოდა: 

„კონსერვატორიის დარაჯად ერთი მოხუცი სომეხი კაცი მუშაობდა და მოპირდაპირე სახლიდან ყოველდღე მოქეიფეების სიმღერებს ისმენდა. ერთხელ ეს მოხუცი მოქეიფეებმა თავისთან დაპატიჟეს. იმ კაცმა მათ უთხრა: შეიძლება, ერთი რამ გკითხოთო. გვკითხეო. მოხუცმა შორიდან დაიწყო: პატარა ბიჭი რომ ვიყავი, აქ მაშინაც ქეიფობდნენ და მღეროდენ. რომ გავიზარდე, ფული ვიშოვე, ეს სახლი ავაშენე და ქარვასლა ვიყიდე, მაშინაც ქეიფობდნენ და მღეროდნენ. შემდეგ მოცვივდნენ ბოლშევიკები, ყველაფერი წამართვეს და მაშინაც ქეიფობდნენ. ახლა აქ დარაჯად ვმუშაობ, ისევ ქეიფობთ და გამაგებინეთ, თქვენ ხართ გიჟ-ვრაცუა თუ მეო?“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

19–25 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა