იუმორი

დამხმარე კატაფალკა

№15

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.04, 2023 წელი

შალვა ნათელაშვილი
დაკოპირებულია

შალვა ნათელაშვილი ჰყვება: „დასავლეთ საქართველოში გამოჩნდა კაცი, რომელიც ჩვენს რაიონულ ოფისს აფინანსებდა. წყალტუბოში დაგვითმო ბინა და ოფისი. ვისაც ვკითხე თუ რა ბიზნესს ფლობდა, ვერავინ მიპასუხა. ვიფიქრე, ალბათ, სტრატეგიული ბიზნესი აქვს, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი-მეთქი.

მოკლედ, მის გასაცნობად ჩავედი. დამხვდა თავისი ამალით და გრძელი კორტეჟით დავიძარით. წინა მანქანაზე ჩემი დიდი სურათი ჰქონდათ მიმაგრებული. ამ სურათის ნახვის შემდეგ, გზაში, ამეკვიატა ფიქრი, თითქოს ჩემი დასაფლავება იყო. სულის მოსათქმელად კინტრიჟთან გავჩერდით. მანქანებიდან გადმოვედით და ვსაუბრობთ. უცებ ორმა მოტოციკლისტმა ჩაგვიქროლა გიჟური სისწრაფით. ამ კაცმა გახედა და თქვა:

– ისე მიჰქრიან, რომ ნამდვილად ჩვენი კლიენტები გახდებიანო.

თურმე, ჩვენი დამფინანსებელი დამკრძალავი ბიუროს მფლობელი ყოფილა. მანქანა კი, სადაც ჩემი სურათი იყო გამოკრული კატაფალკა იყო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა