იუმორი

ჩუქუ-ჩუქუ მატარებელი კაიროში

№36

ავტორი: „თბილისელები“ 16:46

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს აღმოსავლეთ რაიონის, ელ-აბასიას ფსიქიატრიული საავადმყოფოდან 1960 წელს უსაფრთხოების სამსახურის დაუდევრობის გამო ფსიქიურად დაავადებული 243 პაციენტი გაიქცა. ისინი ქალაქის ქუჩებში მიმოიფანტნენ და სერიოზულ პრობლემებს ქმნიდნენ.

კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა დაუყოვნებლივ დაურეკა საავადმყოფოს ექიმს, დოქტორ ჯამალს და მოითხოვა, რომ სასწრაფოდ მოეგვარებინა სიტუაცია. ექიმმა სწრაფად იპოვა ორიგინალური გამოსავალი: შეკრიბა რამდენიმე თანამშრომელი, მოაწყო ისინი ჯაჭვში, მატარებელივით და ქუჩაში გაიყვანა, ექიმი წინ მიდიოდა, ლოკომოტივივით მიუძღოდა დანარჩენებს და გაჰყვიროდა: ტუუუუუტ! ტუუუუუტ! თანამშრომლები, რომლებიც მას მიჰყვებოდნენ, მატარებლის ვაგონების როლს ასრულებდნენ და ჩუქუ-ჩუქუს გაიძახოდნენ.

და მოხდა ზუსტად ის, რასაც ექიმი ელოდა: გაქცეული პაციენტები, რომლებიც ხედავდნენ „მატარებელს“, უერთდებოდნენ მას. დოქტორ ჯამალმა შეძლო ყველა გაქცეულის შეკრება და საავადმყოფოში დაბრუნება. თუმცა, კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: საავადმყოფოში პაციენტთა დათვლისას იმაზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად გაიქცა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა