იუმორი

ჭკვიანი მტრედები

№45

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.11, 2022 წელი

ქართლოს ნატროშვილი
დაკოპირებულია

ქართლოს ნატროშვილი გვიამბობს: „მოსკოვში ბებიასთან ვსტუმრობდი. გამომგზავრების წინ მკითხა: თბილისში რა საჩუქარი გაგატანოო და რატომღაც მტრედები ავირჩიე. ჩავედით ბაზარში და დედალ-მამალი ვიყიდეთ. თან ინსტრუქცია მოჰყვა: გალიაში რომ მოათავსებ, ერთი კვირის განმავლობაში მამალი უნდა გაუშვა ყოველდღე და უკან დაბრუნდება, რადგან დედალს არ მიატოვებს. შემდგომი ერთი კვირა დედალი გაუშვით და არც ის მიატოვებს მამალს. ბოლოს კი ორივეს უშვებ, ახალ ადგილს უკვე მიჩვეულები იქნებიან და ყოველთვის უკან დაბრუნდებიანო. მოსკოვიდან ვლადიკავკაზამდე ჩავედი. იქიდან კი ტაქსით ჩამოვედი. მოსკოვის გამზირზე ვცხოვრობდი, ერთი სული მქონდა ჩემი მტრედებით მეტრაბახა და მხოლოდ ორი დღე შევასრულე ინსტრუქცია. მესამე დღეს კი ორივე გავუშვი. წყვილმა ორი წრე შემოარტყა ჩემს სკოლას და ჩემკენ მოფრინავენ. გამიხარდა – გამოიწვრთნენ-მეთქი. მათ კი გადაუხვიეს და გაფრინდნენ.

ბებიას რომ დავურეკე მოსკოვში და ეს ამბავი მოვუყევი. ის იმ ბაზარში წავიდა, სადაც მტრედები ვიყიდეთ. გამყიდველს უთხრა მათი ნომრები და აღმოჩნდა, რომ ისინი სწორედ იმ დილით დაბრუნებულან მასთან. მტრედების წყვილი, რომლებიც თბილისის მოსკოვის გამზირიდან მოსკოვში გამოფრინდნენ, უკან წამოიყვანა და გამომიგზავნა...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა