იუმორი
ბუნებრივი რეაქცია
№22
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 11.06

გოჩა კაპანაძე ყვება:
„პირველი კურსის ბოლო სემესტრზე ეტიუდი დაგვავალა გიზო ჟორდანიამ: იტალიური ეზო. ქეთი ნიკოლაძე ლევან ბერიკაშვილის მეუღლეა. უნდა შევიდეს აბაზანაში, დაიყვიროს „დედა!“ და გამოვიდეს. მონაწილეები წრეში ვსხედვართ და ვუყურებთ. ქეთი რამდენიმეჯერ შევიდა, მაგრამ გიზოს არ მოეწონა. ლევანს რაღაც ვანიშნე. ქეთი შევიდა. უცებ დაიყვირა, დედაო და გამოვარდაა. გიზოს ძალიან მოეწონა. ტაში დაუკრა და უთხრა დაიმახსოვრე და არ დაგავიწყდეს ეს ბუნებრივი რეაქციაო. ქეთის კი იმიტომ ჰქონდა ასეთი რეაქცია, რომ ქეთი რომ „აბაზანაში“ შევიდა, ლევანი შარვალჩახდილი დახვდა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან