იუმორი

ბიზნესის საიდუმლო

№6

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

ლაშა რამიშვილი
დაკოპირებულია

ლაშა რამიშვილი ყვება: „გლდანში სახლს ვყიდულობდი: მოსალაპარაკებლად მამაჩემი და ჩემი სიმამრი წავიყვანე ისინი მასპინძელს დავუტოვე, მე კი ბლის საჭმელად ჩავედი ეზოში. 5 წუთის შემდეგ მასპინძელი ჩამოდის და მამაჩემზე მეუბნება: შენი ჭირიმე, 30-ად ხომ გაძლევდი, 25-ად მოგცემ, ოღონდ ეს კაცი აქ აღარ დამანახვოო. წავედით და მამაჩემს ვეკითხები, ისეთი რა უთხარი ამ კაცს, რომ ასეთი რამე მითხრა-მეთქი. პასუხის ნაცვლად, დამარეკინე ერთი იმ კაცთანო, მითხრა. დავრეკე. გამომართვა ტელეფონი, გავიდა გარეთ, რაღაც უთხრა, შემოვიდა და ტელეფონი დამიბრუნა. იმავე წუთში იმ კაცმა დამირეკა და მითხრა: 20-ად მოგცემ ამ სახლს, 7 ახლა მომეცი, 13 – ერთი წლის მერე, ოღონდ მამაშენთან აღარ დამალაპარაკოო.

კორპუსებში ვყიდულობდი ბინას ერთი ქალბატონისგან, რომელსაც ყველაფერი მიჰქონდა, არაფერს მიტოვებდა და მოსალაპარაკებლად მამაჩემი წავიყვანე. ცოტა ხნის მერე იმ ქალმა გვერდზე გამიყვანა და მეუბნება: ათას დოლარს დაგიკლებ ბინაში ყველაფერს დაგიტოვებ, ოღონდ ეს კაცი აღარ დამანახვოო.

მამაჩემი კი ცოცხალი თავით არ მიმხელს, რას ეუბნებოდა იმათ და იმ დღის შემდეგ, ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს ვატან ხოლმე მამაჩემს მოლაპარაკებებზე საქმეების მოსაგვარებლად“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი