ბილ გეითსზე მდიდარი...
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 04.06, 2023 წელი

ბილ გეითსს ჟურნალისტი ეკითხება:
- ვინ არის თქვენზე მდიდარი ადამიანი?
ბილი ჟურნალისტს ისტორიას უყვება:
ერთხელ, როცა ნიუ-იორკის აეროპორტში გაზეთის საყიდი ფული არ მქონდა, გამყიდველმა გაზეთი უფასოდ მომცა. გავიდა წლები ,,ცნობილი” ადამიანი გავხდი….. ნიუ-იორკის აეროპორტში მოხვედრისას გადავწყვიტე, ის გაზეთების გამყიდველი მომეძებნა:
- ვკითხე, მიცანით?
- დიახ თქვენ ბილ გეითსი ხართ?
- არა, მე სხვა რამის თქმა მინდა, თქვენ მე გაზეთი მაჩუქეთ მაშინ, როცა მე ფული არ მქონდა. მითხარით რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო? რა გჭირდებათ. მთხოვეთ, რაც გინდათ…
- ბატონო, ჩემი დახმარება თქვენსას ვერ შეედრება.
- რატომ?
- მე დაგეხმარეთ მაშინ, როცა ღარიბი გაზეთების გამყიდველი ვიყავი. თქვენ კი გინდათ, დამეხმაროთ მაშინ, როცა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდით.
ბილ გეითსი: იმ დღეს მივხვდი, რომ გაზეთების გამყიდველი ჩემზე მდიდარი იყო, ის არ დაელოდა გამდიდრებას, რომ სხვას დახმარებოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან