ბიჭი ხარ და დაეწიე
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.09

გიორგი ჯავახაძე:
„ფეხბურთის ფედერაციამ პოლარის სისტემა იყიდა, რომელიც ფეხბურთელების მიერ ნარბენ მანძილსა და აჩქარებებს ზომავს. აპარატურასთან მომუშავე ხალხი კომენტატორის ჯიხურში ჩემთან ერთად იყო და ზომავდნენ. ყველანი ვგულშემატკივრობდით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპულთან მიახლოებული შედეგები მაინც ჰქონოდათ. თითოეულ მოთამაშეს გულთან აქვს დამაგრებული „დატჩიკი“ და შედეგები დისპლეიზე ისახება. საქართველოს პირველობის თამაში მიმყავს. მზომელებიც გვერდით არიან. ერთ-ერთ ფეხბურთელს კარგი მაჩვენებელი აქვს, რომელიც თანდათან იზრდება - 30, 35, 38, 50, ბოლოს კი – 100... წარმოუდგენელი აჩქარებაა. მსოფლიო რეკორდს ბევრად აჭარბებს. მზომელებმა გადმომხედეს, რა ხდებაო? მე კი ვეუბნები: ამ მოთამაშემ ტრამვა მიიღო და სასწრაფოთი საავადმყოფოში მიჰყავთ-მეთქი. დატჩიკის მოხსანა კი დაავიწყდათ და დისპლეიზე მანქანის სისწრაფე იწერებოდა...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან