იუმორი

ბიჭები თითის წვერებზე

№24

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.06

გელა ჩარკვიანი
დაკოპირებულია

გელა ჩარკვიანი იგონებდა: 

„70-იან წლებში შედგა ერთი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის გასტროლები ამერიკის შეერთებულ შტატებში. მახსოვს, ძალიან წარმატებული კონცერტის შემდეგ, ოციოდე მაყურებელი დარჩა იმისთვის, რომ ახლოდან დაენახათ „გმირები” და თუ დასცალდებოდათ, ავტოგრაფებიც აეღოთ მათგან. ავტოგრაფის მსურველებს შორის რამდენიმე სტუდენტი გოგონა შევნიშნე. შევეკითხე, რომელი ცეკვა მოეწონათ გამორჩეულად? აღტაცებას ვერ მალავდნენ: „ყველა ნომერი ძალიან მოგვეწონა, მაგრამ განსაკუთრებით ის, ბიჭები რომ გოგოებივით ცეკვავდნენ”. რომ ვერ მიმახვედრეს, დააზუსტეს: „ბიჭები ბალერინებივით თითისწვერებზე რომ დადიოდნენ. ალბათ, შიგ პუანტებიც აცვიათ, თორემ ისე ვერ შეძლებენ”. ხანჯლებმა ვერც ჩვენს ბიჭებს უშველა. კარგი მაგალითია კულტურული რელატივიზმის.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა