იუმორი

ბედნიერი დედა

№45

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.11, 2022 წელი

გაიღიმეთ...
დაკოპირებულია

ცხოვრობდა ერთი ღარიბი ოჯახი. შვილი ბევრი ჰყავდათ, ფული კი ცოტა ჰქონდათ. დედა თავდაუზოგავად მუშაობდა: ამზადებდა საჭმელს, ალაგებდა, რეცხავდა, ზრდიდა ბავშვებს, ტუქსავდა და უჯავრდებოდა მათ. ამგვარი ცხოვრებით დაღლილმა, ერთ დღესაც რჩევისთვის რაბინს მიმართა, რომ გაეგო როგორ გამხდარიყო კარგი დედა.

არავინ იცოდა, რა უთხრა მას რაბინმა, მაგრამ ქალი სრულიად შეიცვალა: ის მშვიდი, გაწონასწორებული და ალერსიანი გახდა, ბავშვებს აღარ უჯავრდებოდა და სახეზე ბედნიერ ღიმილს არ იშორებდა. კვირაში ერთხელ ბაზარში დადიოდა, შემდეგ კი მთელი საღამო ოთახში იკეტებოდა.

ბავშვებს ვერ გაეგოთ, რა დაემართა დედას და რით იყო ის დაკავებული.

ერთხელაც ცნობისმოყვარეობამ სძლია მათ და ქალის ოთახში შეიხედეს. დედა მაგიდასთან იჯდა და ტკბილეულთან ერთად ჩაის სვამდა.

– რას აკეთებ? – გაიკვირვეს ბავშვებმა, – და ჩვენზე რას იტყვი?

– მშვიდად, ბავშვებო, – წყნარად უპასუხა ქალმა, – მე თქვენთვის ბედნიერ დედას ვქმნი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი