იუმორი

ათდღიანი ლოთობა

№10

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.03, 2024 წელი

ტრისტან სარალიძე
დაკოპირებულია

ტრისტან სალარიძე იხსენებს:

„ამერიკაში გასტროლებზე მივდიოდით. მოსკოვიდან უნდა გავფრენილიყავით და სასტუმრო „მოსკვაში“ ვცხოვრობდით. მე და ლერი გაფრინდაშვილი ჰოლში ვსხედვართ და არაყს ვსვამთ. გავიხედე და ფეხშიშველი დე ნირო არ მოფლატუნობს ჰოლში? ლერიმ არ დაიჯერა, დე ნირო არააო. მაგრამ რომ მოგვიახლოვდა, ნამდვილად ის იყო. დავუძახე, რობერტ-მეთქი და მოვიდა. არაყი მივაწოდეთ, მაგრამ დალევაზე სასტიკი უარი თქვა. ჩემი შვილი სხვა ნომერში ცხოვრობს და იმასთან მივდივარო. ვუთხარით, მსახიობები ვართ და ამერიკაში მივდივართ-მეთქი. იქ რა გინდათო. „მეფე ლირი“ უნდა ვითამაშოთ-მეთქი. – ოო „კინგ ლირო“, – თქვა. მოკლედ წავიდა. ათი დღის მერე, ამერიკიდან რომ დავბრუნდით, ისევ იმ სასტუმროში გავჩერდით და მე და ლერი ისევ ჰოლში ზუსტად იმავე ადგილას ვსვამთ არაყს. ისევ დე ნირო არ გამოჩნდა?.. ის თურმე თავის გოგოსთან ერთად საქართველოში ყოფილა და ამერიკაში ბრუნდებოდა. რომ დაგვინახა, მოვიდა და გვეუბნება: ათი დღის წინ აქ დაგტოვეთ და ისევ აქ ხართ და არაყს სვამთო?...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა