იუმორი

არითმეტიკაში ჩაჭრილი აინშტაინი

№14

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 17.04

იუმორი
დაკოპირებულია

ერთხელ ალბერტ აინშტაინი ლაიფციგში ტრამვაით მგზავრობდა. ტრამვაის კონდუქტორი ემსახურებოდა, რომელმაც მეცნიერს მოსთხოვა, მგზავრობის საფასური გადაეხადა. აინშტაინმა სრულიად მშვიდად დათვალა საჭირო თანხა და კონდუქტორს გაუწოდა, რომელმაც ასევე, გადათვალა ფული და აინშტაინს განუცხადა, რომ თანხას 5 ფენინგი აკლდა.

– მე ყურადღებით დავითვალე! ეს შეუძლებელია?! – შეედავა აინშტაინი.

კონდუქტორმა, რომელმაც ვერ იცნო ან სრულიად არაფერი სმენოდა იმ დროისთვის მთელ მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსის შესახებ, თანხა უკან დაუბრუნა. აინშტაინმა ხელმეორედ გადათვალა ხურდა ფული და ნახა, რომ მართლაც აკლდა 5 ფენინგი.

მეცნიერმა ჯიბეში მოძებნა ხუთი ფენინგი, დაამატა თანხას და კონდუქტორს მიაწოდა. კონდუქტორმა ფული კვლავ გადათვალა და თავის ქნევით, გამქირდავად დაამატა:

– ასეთ ასაკში ხუთამდე თვლა უნდა შეგძლებოდათ. გესწავლათ, ეს არც ისე რთულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა