იუმორი
ანეკდოტი
№38
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 30.09, 2023 წელი

პალატაში შემოიყვანეს ავადმყოფი, რომელსაც დამტვრეული აქვს ყბები, ხელი, ფეხი და ორი ნეკნი – მოტეხილი. მოკლედ, თაბაშირშია ტიპი და ყბების ძვლები მავთულით აქვს დაბმული, პირს ვერ აღებს და საჭმელს ცოლი აჭმევს.
ეკითხებიან, რა მოგივიდაო და დაიწყეს სიცილი.
ცოლი ჰყვება:
– „კატოკზე“ მუშაობს. საღამოს სახლთან მოაგორა ეს „კატოკი“, გზაზე კანალიზაციის ჭის ლუქი ყოფილა ახდილი. ამას უფიქრია, ვინმე ბავშვი არ ჩავარდესო და ზედ შედგა „კატოკით“. ჭაში, თურმე, ორი კაცი მუშაობდა... ვინ ჩაიხედა?!
პარასკევი საღამო იყო, შაბათს ქორწილში წავიდა, კვირას – ნათლობაზე. გათენდა ორშაბათი დილა, დაქოქა „კატოკი“, დაძრა და მეტი არ ახსოვს, გახიეს ცემითო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან