იუმორი
ანეკდოტები
№20
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 31.05, 2023 წელი

სვანი, მეგრელი და რუსი შეხვდებიან მილიარდერებს. მილიარდერები ეუბნებიან: თუ ცხელ ტაფაზე 25 წამს გაძლებთ, მილიონ დოლარს მოგცემთო. ამაზე დაეთანხმნენ. დაჯდა რუსი და დაიწყო თვლა:1, 2, 3, 4, 5 და ადგა. დაჯდა სვანი და დაიწყო თვლა:1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 და ადგა. დაჯდება მეგრელი და დაიწყებს: ... 5-ჯერ 5 ოცდახუთი.
* * *
ქუთაისელი მივიდა ყასაბთან ხორცის საყიდლად:
– გული გაქვთ? – არა.
– ტვინი? – არა.
– ჯიგარი? – არა.
– რაია, სიმონ, პარლამენტარი დაკალით?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან