იუმორი

ანეკდოტები

№11

ავტორი: „თბილისელები“ 13:56

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

– ეგ არის შენი დაქალობა? ჩემ მიხოს რო ჩაუწექი ლოგინში, ჰა?

– არა, მარო, ისაა, ნუუ, იმიტომ კი არა, აი, მინდოდა გამეგო, ჩემი ქმარი ჯობია თუ შენი მიხო.

– მაგაი ლოგინში ჩახტომა რათ უნდოდა?! გეკითხა ჩემთვის და გეტყოდი.

* * *

სვანი შევა თვითმფრინავში და დაჯდება პირველივე ცარიელ სავარძელზე. დაადგება ქალი და ეტყვის, ეს ჩემი ადგილია და გადაბრძანდით თქვენს ადგილზეო. სვანი არ დგება... ვინ აღარ სთხოვა და მაინც არ იცვლის ადგილს, თან ხმასაც არ იღებს. . გაიჭედა გასასვლელი. ვინ როგორ არ აუხსნა, ეს მაინც ურჩად ზის. მივა სტიუარდესა, ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს და სვანიც გიჟივით წამოხტება და გადაჯდება.

გაუკვირდა ხალხს:

– კი მარა, რა უთხარი ეგეთი, რომ დაგიჯერაო.

– რა და, ვუთხარი ეს სავარძელი არ მიფრინავს-მეთქი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი