იუმორი

ანეკდოტები

№7

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

გურული ცოლ-ქმარი მუზეუმში შევიდნენ. ქმარმა შიშველი ქალის ქანდაკება დაინახა, რომელსაც წინ ფოთოლი ჰქონდა აფარებული. მიუახლოვდა და მიაშტერდა. ცოლმა იცადა, იცადა და ბოლოს უთხრა:

– ჰე, გამუადგამ აწი ფეხს თუ შემოდგომას დუუცდი?

* * *

– მიხო, გიყვარვარ?

– კი, მარო.

– ჩემი გულისთვის სიგარეტს დაანებებ თავს?

– კი.

– დალევას?

– კი.

– ჩემი გულისთვის სიცოცხლეს დათმობდი?

– დავთმობდი, აბა, რა ჩემ ფეხებად მინდა მასეთი სიცოცხლე.

* * *

მეგრელი „აბამს“ ქალს:

– ქალბატონო, თქვენთვის უთქვამთ, რა ლამაზი ხართ?

– არა.

– ხოხ, რა ყველა გულახდილი შეგხვედრიათ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი