იუმორი
ანეკდოტები
№6
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
– დეე, მამიკომ წიგნი დაწერა.
– საიდან იცი, შვილო?
– გავიგონე, ვიღაცას ტელეფონზე ეუბნებოდა, ჩვენი რომანი დამთავრდაო.
* * *
– ექიმო, თქვენთან კითხვა მაქვს, თუ ჩემი ქმარი უნაყოფოა, ჩვენი სამი შვილიდან რომელიმეს შეიძლება, ჰქონდეს იგივე პრობლემა.
* * *
სტომატოლოგმა პირის ღრუში ჩახედა პაციენტს, თავი მიანება და დერეფანში გამოვიდა. სახეზე ფერი არ ადევს, სიგრარეტს მოუკიდა და ღრმა ნაპასებს ურტყამს.
ექთანი ეკითხება:
– რა ხდება, ექიმო?
– ძალიან ცუდი ვითარებაა, პაციენტს ბევრი ფული აქვს და ყველა კბილი – საღი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




