იუმორი

ანეკდოტები

№4

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

იუმორი
დაკოპირებულია

ერთი სული მაქვს, როდის გავა ზამთარი და გადავალ გაზაფხულის დეპრესიაზე.

* * *

თბილისში იმდენი არაბი დადის, დიღომში დავით აღმაშენებლის ძეგლმა ხმლის ქნევა დაიწყო.

* * *

დილით ცოლი ქმარს ეუბნება:

– წარმოგიდგენია, ძვირფასო, დღეს დამესიზმრა, რომ ულამაზესი ბრილიანტის ყელსაბამი მაჩუქე. რას შეიძლება, ნიშნავდეს?

ქმარი კოცნის და პასუხობს:

– საღამოს გაიგებ.

საღამოს ცოლი სახლში დაბრუნდა, სუფრა გაშალა, ხორცი შეწვა, ღვინის ბოთლი გახსნა და სანთლები აანთო. ქმარი შევიდა და ყუთი მისცა.

ცოლი ხსნის და იქ წიგნია – „სიზმრების ახსნა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი