იუმორი

ანეკდოტები

№48

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

კაცი საყვარელთანაა. მორჩა „საქმეს“ და სამზარეულოში ჩაის სვამს.

– დანები გამილესე, რა, თორემ ჩემს ქმარს არასოდეს სცალია.

ლესავს დანებს და ფიქრობს:

– მაიცა, კაცო! ცხოვრებაში სახლში დანები არ გამილესავს და ნეტავ ჩვენს დანებს ვინა ლესავს?

* * *

გოგო გათხოვდება და გარკვეული დროის შემდეგ ურეკავს დაქალს:

- ძალიან უბედური ვარ, რაც ჩემი ქმარი გახდა ძალიან შეიცვალა, ცუდად მეპყრობა, არც ფულს მაძლევს, აღარ შემიძლია, 5 კილო მოვიკელი...

დაქალი:

- მერე რატომ იკლავ თავს, ადექი და წამოდი!

- კიდევ 5 კილო მინდა მოვიკლო.

* * *

ცოლმა ბინაში ფარდები გამოცვალა. ქმარი სახლში მთვრალი მივიდა და მაშინვე დაიძინა. გაეღვიძა დილის 4 საათზე, მიმოიხედა და სასწრაფოდ დაიწყო ჩაცმა, ისე, რომ ცოლისთვის არც შეუხედავს.

– თემო, სად მიდიხარ? – ჰკითხა ცოლმა.

– ხმა ჩაიწყვიტე, სულელო, ცოლი მომკლავს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი