ანეკდოტები
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 06.12
– ქალბატონო, რატომ შორდებით ქმარს?
– არ ვუყვარვარ.
– რა იცით, რომ არ უყვარხართ?
– ბატონო მოსამართლე, სულ რესტორნებში ათენებს და აღამებს! ჩემი ექვსი შვილის გაკეთებისთვის მეზობელი კოწიას შეწუხება მიწევდა.
* * *
ებრაელი ბარში შედის.
– შეიძლება, ყავა დავლიო?
– თქვენი ყავა, გთხოვთ.
– ბოდიში, გადავიფიქრე, ყავა შეიძლება ლუდში გავცვალო?
– არაა პრობლემა, აი, ლუდიც.
ებრაელმა ლუდი დალია და ბარიდან გადის.
– კაცო, ლუდის ფული გადაიხადე.
– ამისთვის ყავა მოგეცი.
– კარგი, მაშინ ყავის ფული გადაიხადე.
– ყავა არ დამილევია.
* * *
– ვერ ვხვდები, როგორ მოახერხეს ჩემი ლეპტოპის პაროლის გატეხვა?
– რა იყო შენი პაროლი?
– პაპის, გრიგოლ მეცხრის მიერ წმიდა დომინიკის კანონიზაციის წელია.
– ეს რომელი წელია?
– 1234 წელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




