იუმორი
ანეკდოტები
№41
ავტორი: „თბილისელები“ 11:00
– მე იმდენი წავიკითხე ალკოჰოლისა და ნიკოტინის მავნებლობაზე, რომ მომავალი წლიდან თავს დავანებებ.
– რას, დალევას, თუ მოწევას?!
– კითხვას, აღარ წავიკითხავ. მეყო, საკმარისად წავიკითხე.
* * *
გურულს ჰკითხეს – რაფერი ოჯახი გაქვსო? გურულმაც შეუდარა:
– რაფერი, ძამა და ტელევიზიებივით: ცოლი „რუსთავი ორივითაა“ – ვითომ ჩემკენაა, მარა, თან დედამისს უჭერს მხარს, სიმამრი – „პირველი არხივით“ – არიკაცი არ თლის მოსმენის ღირსად, სიდედრია „მთავარი არხივით“ – ამეიღებს ხმას და რაცხა უბედურობას გეიგონებ. მე კი ვარ თლა „იმედივით“ – გლახას აფერს ვჩივი, მაგრამ მაინც მე მიკიტინებს ყველა!
* * *
ისეთი სამეზობლო მყავს, ერთი კვირით ადრე იციან, ვინ უნდა გაბოზდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





