იუმორი
ანეკდოტები
№37
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 27.09

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გურული მაღაზიაში შევიდა.
– რუსული „პეჩენია“ გაქვენ?
– არა, ბატონო, გერმანული გვაქვს.
– კარაქი რუსული?
– არა, კარაქიც გერმანული გვაქვს.
– პივა „ბალტიკა“?
– არა, ლუდი გერმანული გვაქვს.
– გადამრევთ თქვენ მე... რას მახოციეთ, აბა, აი გერმანელები, მაგენის სარჩენი თუ ვიყავით.
* * *
გურული შვილიშვილს გაჰყვება კლუბში. უყურებს გურული, როგორ ცეკვავენ ახალგაზრდები ლამბადას და შვილიშვილს ეკითხება:
– აი, რაია, ბაბუა?
– აი, ბაბუა, ცეკვაა.
– ამფერ ცეკვაში, ბაბუა, ექვსი შვილი მყავს გაკეთებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან