იუმორი
ანეკდოტები
№36
ავტორი: „თბილისელები“ 16:00

გურულს ჰკითხეს:
– რატომ არის ქვეყნად ჭკვიანზე მეტი შტერი?
– იმიტომ, ძამა, რომ მანამ ჭკვიანი ფიქრობს, აბდლები მრავლდებიან.
* * *
– რაჟდენა, ბიჭო, ცოლი გღალატობს. იცნობ შენ იმ კაცს. შენ რომ სამსახურში მიდიხარ, ის მოდის.
დაუდარაჯდა რაჟდენა. მეზობლები სეირს გაფაციცებული ელოდებიან.
მოდის რაჟდენა:
– ერთი თქვენცა ხართ, რა! რა ნაცნობი, რის ნაცნობი, ეგ კაცი თვალითაც არ მინახავსო.
* * *
– მამი, მამი, მოდი გადავიდეთ ამ სახლიდან!
– რატომ, შვილო?
– ძიძამ მითხრა, აქ მოჩვენებები არიანო.
– ტანსაცმელი ჩაალაგე!
– რატომ, მამა?
– არ გვყავს ძიძა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან