იუმორი
ანეკდოტები
№26
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 10.07

– ბიჯო, ტარაკანების საწინააღმდეგოდ ცარცი რომ იყიდე, გიშველა?
– კი, აგერ კუთხეში ჩუმად სხედან და ხატავენ.
* * *
გურულმა ჩიტს ესროლა, ააცილა და გაფრინდა ჩიტი. გურულმა იხტიბარი არ გაიტეხა და ჩაილაპარაკა:
– ოხ, გაფრინდი, ხო? ჩემ თვალში კვტარი ხარ მაინც...
* * *
– შვილო, ნანიკო, არ გაჰყვე მაგ ბიჭს ცოლად, ხომ ხედავ კოჭლობს, სათვალეს ატარებს, შეუხედავია და ცალი თირკმელიც არ ჰქონია.
– დედი, მე ლამაზი არ მჭირდება.
– მაგიტომ არ მითქვამს, ცოდოა, ამდენ პრობლემას ახლა შენც დაემატები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან