ანეკდოტები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 07.06

– ორი კვირაა, რაც დიეტა დავიწყე?
– რამე დაიკელი?
– ცხოვრების ხალისი.
* * *
ქუთაისის საპარიკმახეროში პარიკმახერი ავთო მეგობარს უყვება:
- ერთი კვირაა ბიჯო ვინცხა სიმპათიური კაცი შემოვა, კლიენტებს დამითვლის და მიდის. გული მაქ გახეთქვაზე, სიმონ, რაცხას მიჩალიჩებს ალბათ, საგადასახადო. ე, ბიჯო, კიდო მოდის. კაცურად, აქედან რო გავა, გაყევი ერთი რას იზამს.
მართლა შემოვიდა ერთი სიმპათიური მამაკაცი და კლიენტები სათითაოდ ხმამაღლა გადათვალა:
-1..2..3..4..5..6..7..
და ხმისამოუღებლად გავიდა.
გაჰყვა პარიკმახერის მეგობარი. ათ წუთში მოვიდა უკან. ეცა პარიკმახერი, ე ბიჯო, დროზე მითხარი რა ქნა და სა წევიდა ეგ უპატრონოვო.
- სა წევიდა დაააააა.... იქანა მივიდა, დიდი ბუკეტი, ბამბანერკა და შამპანური იყიდა და შენ სახლში შევიდა, სიმონ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან