იუმორი
ანეკდოტები
№45
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 14.11
ცოლი ეჩხუბება ქმარს:
– როდემდე უნდა სვა, ადი სასაფლაოზე, რამდენი მკვდარია მაგ დალევით...
მეორე დღეს ქმარი ისევ მთვრალი მოვა. ცოლი ერთ ამბავს დააწევს.
– მომისმინე, დედაკაცო, ახლა სასაფლაოდან მოვდივარ და ყველა ქვას აწერია – შვილებისგან, მეუღლისგან, მეგობრისგან, იქ მე ღვინისგანო ვერსად წავიკითხე.
* * *
– რაია, შენ აუცილებლად ექიმი უნდა გამოხვიდე!
– კარგი, რა, დედა! მე ძალიან მიყვარს ფოტოგრაფირება და მინდა, პროფესიონალი ფოტოგრაფი გამოვიდე.
– ვერ ვხედავ კამათის მიზეზს! ესე იგი, რენტგენოლოგი იქნები!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან