იუმორი

ანეკდოტები

№35

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 07.09

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

გურულმა ქალმა ქმარს შეუსწრო საყვარელთან და ჰყვება:

– პანიკა არ ამიტეხია, მშვიდად მივედი, ადექით, ჩაიცვით, დაჯექით, მოწესრიგდით, სურათი უნდა გადაგიღოთ-მეთქი, ვუთხარი.

– სულ ეს იყო!

– აბა, საფლავის ქვაზე რა დამედო.

* * *

ოროსანი მოსწავლე გადის გამოცდაზე. აიღო ბილეთი და წელში გამართული მიუტრიალდა მასწავლებელს:

– ახლა გამოჩნდება, რა მასწავლე მთელი წლის განმავლობაში.

* * *

გურულს მისამართს ეკითხებიან:

– ე, ასე წახვალ, ივლი, ივლი, ივლი და რო იტყვი, სა გამომიშვა ამ დედამ...ო, ე, იქინე შეუხოვ მარჯვნივ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა