იუმორი

ანეკდოტები

№10

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 20.03, 2021 წელი

იუმორი თბილისელებში
დაკოპირებულია

😄

მიხო ბოსტანშია ჩასული, პომიდორი დაკრიფა, ბევრი იყო, ვეღარ მოაქვს, ხელიდან ეყრება და მაროს ეძახის:

– მარო, თასი წამაიღე, თასი!

გამოვა მარო და გასძახებს:

– რომელი, მიხო?

– რომელი და ფიგურულ სრიალში რო აიღე, შენი დედა… თასი წამაიღე, პამიდორი დავაწყო!

😄

– როცა გავიზრდები, მასწავლებელო, მინდა, ცოლი მოვიყვანო და მინდა, რომ ჩემს მეუღლეს ვუყიდო ბრილიანტები, ლამაზი ტანსაცმელი, ვატარო ძვირფას რესტორნებში, მოგზაურობებში, ვუყიდო „პორშე პანამერა“ და „ლამბორჯინის“ ბოლო მოდელი.

– ყოჩაღ, თამაზ! დაჯექი, ათიანი. შენ, ჭიჭიკია, რა გინდა, რომ გამოხვიდე?

– აქამდე, მასწავლებელო, მინდოდა, პრეზიდენტი გამოვსულიყავი, მარა ახლა მინდა, თამაზიას ცოლი რო ვიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა