იუმორი

„აბეზარი“ სტუმარი

ავტორი: „თბილისელები“ 15:39 17.11, 2020 წელი

ნიაზ დიასამიძე
დაკოპირებულია

ნიაზმა ქართლოს კასრაძეს დილის 5 საათზე დაუკაკუნა. კარი ქართლოსის დედამ გააღო: – რა გინდა, ბიჭო, ამ დილაუთენია რომ აბრახუნებო?
– რა და მინდოდა, მეკითხა საშლელი ხომ არა გაქვთო? – უპასუხა ნიაზმა, ქართლოსის დედამ გადაწყვიტა თავიდან მოეცილებინა „აბეზარი” სტუმარი და უთხრა: არა, ნიაზ, საშლელი არ მაქვსო! კარგიო, ნიაზმა და წავიდა. ნახევარ საათში ისევ ჩამოიღო კარი ბრახუნით. ისევ ადგა საწყალი ქალი, გააღო კარი და ხედავს ოფლით გაწუწულ ნიაზს კარში, ყურებამდე გაღიმებულს და ხელში საშლელით: დეიდა თამარ, აგე, საშლელი მოგიტანეთ, წეღან რომ მითხარით, არა გვაქვსო!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი