იუმორი
***
№52
ავტორი: „თბილისელები“ 16:17 08.01
ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ,
მომივლია კიდით-კიდე;
მართლის თქმით და გულწრფელობით
ჭირი ჭირზე გადვიკიდე!
აქ მონება ჭკუა არის,
ორპირობა - სიბრძნე დიდი,
და მას რჩება მოედანი,
ვინც კი არის მეტად ფლიდი!
ცოტა მაღლა ასასვლელად
ძმა ძმას იხდის კიბე ხიდად;
მშობელს შვილი, შვილს მშობელი,
ქმარს ცოლი ჰსურს გასაყიდად.
აქ თვით სჯული ფარისევლებს
ხელთ უპყრიათ ბადე-ქსელად,
ძლიერების საპირფეროდ,
უძლურების მოსაწველად!
აკაკი წერეთელი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



