ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ვისთვის არის საჭირო მუსიკით კოსმოსთან კავშირის დამყარება

№19

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.05, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

მუსიკა უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენზე. მას შეუძლია, დაგვეხმაროს სულიერი წონასწორობის აღდგენაში, განგვივითაროს ინტელექტი, განგვკურნოს, მოგვიხსნას ტკივილი და ასე შემდეგ. ეს ძალა მუსიკას ნამდვილად აქვს და ეს არაერთი კვლევის შედეგადაც დადასტურდა.

თუ გსურთ, ნებისმიერი მელოდიიდან მაქსიმალური სარგებლობა მიიღოთ, მანამდე უნდა გაარკვიოთ, რომელი მუსიკალური ნაწარმოები მოქმედებს უფრო მეტად თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და უშუალოდ რა გავლენას ახდენს მასზე.

✔️თუ გსურთ, ქვეცნობიერად დაბრუნდეთ წარსულში და კვლავ განიცადოთ მაშინ მომხდარი სასიამოვნო შეგრძნებები, მოუსმინეთ იმ მუსიკას, რომელსაც წინათ უსმენდით და ეს განცდა კვლავ განმეორდება;

✔️ თუ დააკვირდებით, ზოგ რესტორანში, ბარში, კაფეში მშვიდ, კლასიკურ მუსიკას ან მსუბუქ ჯაზს ამჯობინებენ და ეს მართალიცაა. ამით მოჯადოებული სტუმრები მეტხანს ყოვნდებიან, შესაბამისად, იმატებს შეკვეთაც, რაც ამ დაწესებულების ფინანსური შემოსავლების გაზრდას უწყობს ხელს;

✔️სავაჭრო ადგილებში სასიამოვნო, ემოციური და წყნარი მუსიკა უნდა ისმოდეს, რომლის ზემოქმედებითაც მყიდველი დაკარგავს დროის შეგრძნებას და ფულს უსარგებლო ნივთებშიც კი არ დაინანებს;

✔️ სწრაფი კვების ობიექტების მფლობელებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ რიტმულ, სწრაფ და თანამედროვე მუსიკას. ასეთი მელოდიის წყალობით, ამ ობიექტებში ხალხის ნაკადი გაორმაგებული სიჩქარით იმოძრავებს.

სხვათა შორის, თუ ადამიანმა იცის, რომელი მუსიკა რა გავლენას ახდენს მასზე, შესაძლოა, ამით საკუთარი ბედიც კი შეცვალოს უკეთესობისკენ:

✔️თუ გსურთ, ზედმეტი წონა მოიცილოთ და იდეალურ ფორმაში ჩადგეთ, ფიზიკური ვარჯიშისა და ჭამის დროსაც კი უსმინეთ მუსიკას.

✔️თუ იცით, რომ მძიმე და დაძაბული სამუშაო დღე გელით, დილიდანვე ჩართეთ ენერგიული მუსიკა;

✔️თუ ღამით ცუდად გეძინათ და ვერ გამოიძინეთ, მაშინ მოკალათდით სავარძელში და მომადუნებელ მუსიკას მოუსმინეთ. ის თქვენს აღგზნებულ ნერვულ სისტემას მალამოდ დაედება. მაგრამ, აქ მეორე ფაქტორიც არის, კერძოდ, თუ ასეთი სტილის მუსიკის ჰანგებს დიდხანს მოუსმენთ, ანუ ასეთი მუსიკით გადატვირთავთ ორგანიზმს, შეიძლება, საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს;

✔️ სტრესის დროს კარგია საგალობლების მოსმენა. ის ორგანიზმისა და ნერვული სისტემის მოდუნებას უწყობს ხელს;

✔️ბახის, ჰენდელის, ვივალდის წყნარი მელოდიები მუშაობის ან სწავლის დროს დაბალ ხმაზე ჩართეთ და უსმინეთ.

ჰაიდნისა და მოცარტის ნაწარმოებები ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მეხსიერებას და აღქმის უნარს.

შოპენის, ლისტისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები კარგია შეყვარებული წყვილებისთვის, რადგან ის ურთიერთსიმპათიას, გულწრფელ გრძნობებს აღვიძებს და მკვეთრად აძლიერებს.

რაველის მუსიკა აღვივებს იმპულსებს, ააქტიურებს სასიამოვნო გრძნობებს;

✔️ჯაზი, ბლუზი და მუსიკის აფრიკული მიმდინარეობები მეგობრულ წრეში შეხვედრების დროს მხიარულ განწყობას უწყობს ხელს;

✔️რაც შეეხება როკის გავლენას ადამიანებზე, ამაზე არაერთი აზრი არსებობს. რეალურად ასეთი ჟანრის მუსიკა გვაახლოებს კოსმიურ ძალებთან, აფხიზლებს გრძნობებს, ამაღლებს აქტიურობის უნარს და თავის ტკივილსაც კი აყუჩებს. მაგრამ, თუ გადაჭარბებული დოზით მოუსმენთ, მაშინ კოსმოსიდან დაგაბრუნებთ უარყოფითი, ნეგატიური ზეგავლენა და შესაძლოა, ამან დაძაბულობა და სტრესიც კი გამოიწვიოს;

✔️რეპი კი, ენერგიას აღადგენს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი