სწორად შერჩეული თილისმა ადამიანს სასიცოცხლო ენერგიას მატებს
ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00

ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი სტიქია აქვს, რომელიც ადამიანს სასიცოცხლო ენერგიას მატებს.
ვერძი – ვერძის თილისმა რკინაა. შეგიძლიათ, ოქროს ან ლითონის სამკაულიც ატაროთ. სასურველი ფიგურებია: ისარი, ურო ან დაშნა. თუ თავის ტკივილები გაწუხებთ, ცუდ განწყობაზე ხართ და მომავალ გეგმებზე ფიქრობთ, დაწექით და შუბლზე ოქროს რაიმე ნივთი დაიდეთ.
კურო – ამაყი და ვნებიანი კურო, პერიოდულად, სიმშვიდესა და დასვენებას საჭიროებს. კუროს თილისმაა ბუ. ბუ შეიძლება, დამზადებული იყოს ქვისგან ან ხისგან. ეცადეთ, ხშირად ატაროთ ამ ქვებისგან დამზადებული სამკაულები.
ტყუპები – ტყუპების თილისმაა ჯაჭვზე ჩამოკიდებული ვერცხლის გასაღების კულონი. ეს სიმბოლო დაგეხმარებათ, გაუძლოთ ნებისმიერ გამოწვევას და წარმოაჩინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. ასევე, კარგია წითელი ან სადაფისფერი ხელის, ნიღბის ან ვარსკვლავის კულონის ტარება.
კირჩხიბი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, მთვარესავით იდუმალები არიან. ამიტომ, სწორედ, მთვარის გამოსახულება გახლავთ მათთვის საუკეთესო თილისმა. საუკეთესო ლითონი კი ვერცხლია. სასურველია, თუ ვერცხლის კულონში ცივი ფერების გამჭვირვალე ქვები იქნება ჩასმული.
ლომი – ლომებს მოცულობითი და მსხვილი სამკაული უხდებათ, რაც უმჯობესია, გულთან ახლოს ატარონ. ყველაზე იღბლიანი თილისმა არის ოქროს მონეტა ან მედალიონი. ასევე, კარგია არწივის სიმბოლოც. შეარჩიეთ წითელი ან ქარვისფერი ქვები.
ქალწული – ქალწულისთვის თილისმად კარგია ქვისგან გაკეთებული ფიგურა, რადგან ამ ნიშნის სტიქია არის მიწა. ეს შეიძლება, იყოს, ძვირფასი მინერალიც, მაგრამ შემთხვევით ნაპოვნ პატარა ქვას უფრო მეტი წარმატების მოტანა შეუძლია.
სასწორი – სასწორებს წარმატებას მოუტანს ბეჭედი არათითზე, რომელიც გაწყობილი იქნება ოპალით, ონიქსით ან ნეფრიტით. სამკაული შეიძლება; იყოს ოქროსიც და ვერცხლისაც. არანაკლები სიძლიერის თილისმაა გულის სიმბოლოც. საუკეთესო ვარიანტია გულის ფორმის ვერცხლის კულონი. თილისმებად, ასევე, გამოდგება ხუთფურცლიანი ყვავილი, მზესუმზირა, პეპელა, გედი, მტრედი და მერცხალი.
მორიელი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს აქვს უნარი, მაგიური ძალა შესძინოს ნებისმიერ ძვირფას ნივთს. მათთვის საუკეთესო თილისმა საკუთარი ზოდიაქოს ნიშანია. ასევე, ვერცხლის კულონი ხოჭოს, გველის ან პირამიდის გამოსახულებით.
მშვილდოსანი – მშვილდოსნის თილისმა გახლავთ ნალი. კიდევ ერთი თილისმა არის სალამანდრა. ეს არსება, შუასაუკუნეებში ცეცხლის სულად მიიჩნეოდა. მშვილდოსანი კი ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება. თილისმად, ასევე, გამოდგება წითელი და ლურჯი ფერის ქვებით გაწყობილი სამკაული.
თხის რქა – თხის რქები, თავიანთ ძალებს ბნელი სამყაროდან იღებენ, რადგან ძველად დემონის გამოსახულებას, სწორედ, თხის თავი ჰქონდა. მათთვის საუკეთესო თილისმა შეიძლება, გახდეს ძველებური ნივთი, მაგალითად, მონეტა, მედალიონი, ქვის ქანდაკება ან ძველებური საათი.
მერწყული – მერწყულები უდიდესი ენერგიის მატარებლები არიან. მათი თილისმა არის ანგელოზი ან ჩიტი. საუკეთესო ქვები კი – საფირონი, ცირკონი, ამეთვისტო და აკვამარინი.
თევზები – თევზები მორცხვები და ჩაკეტილები არიან. მათ მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ. მათთვის იდეალური თილისმა ნიჟარაა. უმჯობესია, თუ მას სანაპიროზე შეიძენთ ან თავად იპოვით და სახლში დადებთ, შეგიძლიათ, ატაროთ ჩანთით ან სამკაულის სახით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან