ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№38

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 28.09, 2023 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1996 წლის 9 ივლისს, საღამოს 7-იდან 8 საათამდე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელი პროფესიებია მისაღები და უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?

პასუხი: თქვენი კოსმოსურ-კარმული მისიაა, იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეძლოთ საუკეთესო ნიშან-თვისებების წინ წამოწევა. გამოავლინეთ მებრძოლი, უშიშარი ადამიანის სულისკვეთება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, დაეყრდენით ოპტიმიზმს, კეთილშობილებას – ეს წარმატებებს მოგიტანთ ცხოვრებაში. უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის. ამიტომ, შესაძლოა, ამ კუთხით მეტი წინაღობა და პრობლემა შეგხვდეთ. თუ გადაწყვეტთ იქ გამგზავრებას, მაშინ უკეთესია, აირჩიოთ შემდეგი ქვეყნები: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ვენესუელა, ყაზახეთი, შვედეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, ბრაზილია, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, პაკისტანი და კუნძული მალტა. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო სფერო, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, ფსიქოლოგია და ფილოსოფია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა